პოლიტიკა

ჯოზეფ ბორელი აზერბაიჯანისა და სომხეთის ერთობლივ განცხადებაზე – ეს არის ისტორიული შანსი რეგიონში მშვიდობის მისაღწევად, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ ძალისხმევას

,,პირველი არხი” წერს, რომ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აზერბაიჯანისა და სომხეთის ერთობლივ განცხადებას დაკავებულთა ორმხრივი გათავისუფლებისა და ნდობის აღდგენის სხვა ზომების შესახებ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯად აფასებს.

„ჩვენ ვეთანხმებით – ეს არის ისტორიული შანსი რეგიონში მშვიდობის მისაღწევად და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ ძალისხმევას“, – წერს ბორელი სოციალურ ქსელში.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ადმინისტრაციამ და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის აპარატმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც საუბარია, რომ არსებობს ისტორიული შესაძლებლობა რეგიონში მშვიდობის მისაღწევად.

ნახეთ მეტი
Back to top button