11-12 დეკემბერს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში დაჰყოფს.
ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მინისტრი მირზოიანი მიწვეულია მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს ფორმატში გამართულ შეხვედრაში, რომელიც დღეს, 11 დეკემბერს გაიმართება.
ამავე დღეს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე მიიღებს მონაწილეობას ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.
დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც.