პოლიტიკა

ბაქოსა და ანკარას ორმაგი სტანდარტები

აზერბაიჯანსა და სერბეთს, სავარაუდოდ, შეუძლიათ ხელი მოაწერონ ( თუ უკვე არ მოუწერიათ)  ხელშეკრულებას 48 ერთეული 155 მმ-იანი Nora-B52 თვითმავალი ჰაუბიცების მიწოდების შესახებ. კონტრაქტის ჯამური ღირებულება 311 მილიონი ევროა (339 მილიონი დოლარი).

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა რამდენიმე დღის წინ დაანონსა მოახლოებული კონტრაქტი 48 ერთეულის Nora-B52  მიწოდებაზე “მეგობარი  ქვეყანისთვის”. მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვარაუდი, რომ საუბარი იყო ალჟირზე.

თუმცა, შაბათს თავის ბოლო განცხადებაში ვუჩიჩმა დაადასტურა შეთანხმების ხელმოწერა და არ დაუკონკრეტებია რომელ ქვეყანასთან იყო გაფორმებული. მან უბრალოდ თქვა, რომ ეს არ იყო აფრიკული ქვეყანა (აქედან გამომდინარე, არც ალჟირი).

ზოგიერთი წყაროს ცნობით, კონტრაქტი გაფორმებულია და მისი ღირებულება 311 მილიონი ევროა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2 თვის წინ, სექტემბერში, ვუჩიჩმა უკვე გამოაცხადა აზერბაიჯანთან 300 მილიონი ევროს ღირებულების მომავალი კონტრაქტი თავდაცვის ინდუსტრიაში.

ამრიგად:

საფრანგეთი და ინდოეთი აწვდიან იარაღს სომხეთს.

თურქეთი და აზერბაიჯანი ამბობენ: ეს არის პროვოკაცია, დესტაბილიზაცია, ჩვენ გვინდა მშვიდობა, შეჩერდით!

სერბეთი, ისრაელი, თურქეთი აზერბაიჯანს იარაღს აწვდიან.

თურქეთი და აზერბაიჯანი ამბობენ: ყველაფერი კარგადაა, ჩვენ მშვიდობისა და სიყვარულის მომხრე ვართ, არავიტარი  პროვოკაციაო.

თურქების თვალთმაქცობა  ყველა საზღვარს სცილდება.

ნახეთ მეტი
Back to top button