ერევანი გამოეხმაურა რუსული მხარის განცხადებას, რომ სომხეთი დასავლეთიდან ყიდულობს უხარისხო იარაღს
ერევანი გამოეხმაურა რუსული მხარის იმ კომენტარებს, თითქოს სომხეთი დასავლეთიდან უხარისხო იარაღს იძენს.
“Armenpress”-ის ცნობით, ამ თემას პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბარში ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე სარგის ხანდანიანი შეეხო.
მან აღნიშნა, რომ სომხეთი ძალიან კარგად შეისწავლის თუ რა საბრძოლო მასალის იზენს და ამ საკითხში არის ურთიერთნდობა.
„მე არ ვარ ექსპერტი სამხედრო სფეროში, მაგრამ ვფიქრობ, რომ სომხეთი კარგად სწავლობს რა საბრძოლო მასალას იძენს და ურთიერთნდობა, რომელიც არსებობს ჩვენსა და პარტნიორებს შორის, რომლებიც სომხეთს გარკვეული თავდაცვითი საშუალებებით აწვდიან, ვფიქრობ, ძალიან უსაფრთხოა. რუსული მხარის მიერ გაკეთებული კომენტარები არ არის ლოგიკური და ზუსტი“, – განაცხადა ხანდანიანმა.
რაც შეეხება რუსეთის მიერ იარაღის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობას, ხანდანიანის თქმით, შეხვედრებისა და კონტაქტების დროს დეპუტატები ამ საკითხსაც აზუსტებენ.
“იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი პარტნიორულ ატმოსფეროში გადაწყდება და რუსეთი როგორმე შეასრულებს იმ ვალდებულებებს, რომლებიც მან აიღო სომხეთის მიმართ”, – განაცხადა ხანდანიანმა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ამ საკითხის განხილვა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით EAEU-ს ან დსთ-ს ფარგლებში, სარგის ხანდანიანმა განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ მაქვს, მაგრამ თქვენ იცით, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დღის წესრიგი საკმაოდ ფართოა და შესაძლებელია, რომ ეს საკითხიც განიხილონ, თუ ორმხრივი შეხვედრები იქნება“, – თქვა ხანდანიანმა.
ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ, შეეძლო თუ არა სომხეთმა უჩივლოს რუსეთს სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.
„თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია. პრაქტიკაში კი მე უკვე ვთქვი, რომ ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული ყველა საკითხი მოვაგვაროთ პარტნიორულ ატმოსფეროში“, – დაასკვნა ხანდანიანმა.