პოლიტიკა

ლეპეხინი  –  სომხეთმა, აზერბაიჯანმა და აშშ-მ პრემიები მიიღეს, რუსეთი კი სამხრეთ კავკასიას ტოვებს

არც ბაქოს და არც ერევანს საერთოდ არ სჭირდება რუსული შუამავლობა, ისინი ერთიანები არიან რუსეთის სამხრეთ კავკასიიდან გასვლის საკითხში. ამის შესახებ EAEU ინსტიტუტის დირექტორმა, რუსმა პოლიტოლოგმა ვლადიმერ ლეპეხინმა 8 დეკემბერს NEWS.am-თან საუბარში განაცხადა.

მან დასძინა, რომ აზერბაიჯანს ჰყავს მოკავშირეები, მათ შორის თურქეთი, სომხეთი კი დასავლეთისკენ მიიწევს, ამიტომ რუსეთი არავის სჭირდება.

„ალიევის გადაწყვეტილება სომეხი ტყვეების გათავისუფლების შესახებ არის საჩუქარი ჯეიმს ო’ბრაიენისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწისთვის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, რომელიც ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანში იმყოფებოდა. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დაინტერესებულია მოგზაურობის შედეგების ჩვენებით. მისი ბოსი ბლინკენიც დაინტერესებულია. ალიევს ეს ძალიან კარგად ესმის და იმისთვის, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს   ეთქვა,  რომ აზერბაიჯანი სწორი მიმართულებით მიდის, მას საჩუქარი უნდა გადაეცა. ალიევმა სწორედ ეს გააკეთა. მან გამოაცხადა ტყვეების  გათავისუფლებისა და სომხეთთან დიალოგის სურვილზე.

ყველამ მიიღო თავისი ბონუსები. მაგრამ ყველაზე დიდი ბონუსი მიიღო აშშ-მ, რომელიც დაკმაყოფილდება იმით, რომ აკონტროლებს სიტუაციას, შემოდის რეგიონში, როგორც მშვიდობისმყოფელი და რუსეთი ტოვებს ამ ადგილს“, – აღნიშნა ექსპერტმა.

მან არ გამორიცხა, რომ ამის საპასუხოდ მოსკოვმა აიღოს რუსეთში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეხვედრის მოწყობის ინიციატივა.

„მაგრამ ეს ვერაფერს ვერ მოგვცემს. დღეს რუსეთს არ აქვს პოზიცია სამხრეთ კავკასიის საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ ეს მცდელობები უაზრო იქნება“, – განმარტა ლეპეხინმა.

მისი თქმით, რუსეთს არ შეუძლია რეგიონში სიტუაციის გაყინვა.

„რუსეთს მხოლოდ საკუთარი თავის გაყინვა შეუძლია, რუსეთის ფედერაციის საზღვრებს გარეთ არაფრის გაყინვა არ შეუძლია. სამხრეთ კავკასიიას ტოვებს  ან  იქიდან გამოაგდეს, სად შეუძლია იქ რაიმეს გაყინვა? რუსეთს სხვა პრობლემები აქვს, ის ელ-ნელა უფრო  ღრმავდება ეკონომიკურ პრობლემებში. გარდა ამისა, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება, ასევე უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მომზადება მიმდინარეობს. დანარჩენი ყველაფერი ნაშთური პრინციპით გაკეთდება“, – დაასკვნა პოლიტოლოგმა.

ნახეთ მეტი
Back to top button