საზოგადოება
მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით სომხეთს 2,2 მილიონი ტურისტი ეწვია
ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა სომხეთის რესპუბლიკის ტურიზმის კომიტეტის ყოველწლიურ შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა აღნიშნა, რომ ტურიზმის შესახებ კანონის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ტურიზმის სექტორის მოწესრიგებას, განსახილველად წარედგინა სრ ეროვნულ ასამბლეას.
მისი თქმით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ტურიზმის სფეროში მთავრობის მიერ განხორციელებული ინვესტიციები 6,5-ჯერ გაიზარდა.
მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით სომხეთს 2,2 მილიონი ტურისტი ეწვია, რაც ქვეყნისთვის აბსოლუტური რეკორდია.