საზოგადოება

სომხეთში იარაღის ატრების უფლება გამარტივდება

სომხეთში აუცილებელია იარაღის გამოყენებით  მოქალაქეთა თავდაცვის უფლების საკითხი საკანონმდებლო დონეზე გადაწყდეს. ამის შესახებ  „იარაღის მიმოქცევის პროცესის რეგულირების შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე   განაცხადა  საკანონმდებლო ინიციატივის ავტორმა ვილენ გაბრიელიანმა.

დეპუტატის თქმით, წარმოდგენილი პაკეტი, გარდა ძირითადი დამცავი ფუნქციისა, მიზნად ისახავს სროლის სპორტის განვითარებას. „ის მიზნად ისახავს ამ სფეროში კორუფციის შესაძლო გამოვლინების აღმოფხვრას, უკანონო იარაღის რაოდენობის შემცირებას და უკანონო მიმოქცევიდან ეტაპობრივად გაყვანას“, – არწმუნებს გაბრიელიანი.

ქვეყნის მოქალაქეები, კერძოდ, მიიღებენ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებას, თუ ისინი დააკმაყოფილებენ მთელ რიგ მოთხოვნებს. მათ შორისაა ფსიქიკური სტაბილურობა, შესაბამისი ლიცენზიის ქონა და ა.შ.

ნახეთ მეტი
Back to top button