პოლიტიკა
ევროკავშირი განიხილავს სომხური არმიის„არალეტალური ფორმატით“ მხარდაჭერას
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სტანომ რუსულ „იზვესტიას“ განუცხადა, რომ ევროკავშირი სომხეთთან სამხედრო წვრთნების ჩატარებას არ აპირებს. „ევროკავშირი არ განიხილავს სომხეთთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების შესაძლებლობას. ევროკავშირი არ არის სამხედრო ალიანსი, ეს არის ღირებულებების პოლიტიკური და ეკონომიკური თანამეგობრობა“, – განაცხადა სტანომ და აღნიშნა, რომ ევროკავშირი არ გეგმავს სომეხი სამხედროების მომზადებას წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე. მისი თქმით, ევროკავშირი სწავლობს სომხეთის არმიის დახმარების შესაძლებლობას „არალეტალური ფორმატით“ ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ არ არსებობს.