პოლიტიკა

მაკრონმა რომის სტატუტში სომხეთის მიერთებას  „გამბედაობა“  უწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხაზი გაუსვა სომხეთის გამბედაობას შეუერთდეს რომის სტატუტს, წერს  სომხეთში საფრანგეთის ელჩი  ოლივიე დეკოტინი თავის X გვერდზე და აქვეყნებს ვიდეოს  ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან.

„აქ მინდა დავამატო სომხეთის გამბედაობა, რომელმაც გადაწყვიტა შეუერთდეს რომის სტატუტს. ძალიან საყურადღებო ჟესტია, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო რამდენიმე თვემ ტრაგედიები მოუტანა ამ ქვეყანას და ამ ხალხს“, – განაცხადა მაკრონმა.

2023 წლის 3 ოქტომბერს ეროვნულმა ასამბლეამ ხმათა უმრავლე სობით რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა.  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო ნოტა გაუგზავნა სომხეთის მთავრობას  რომის სტატუტის ეროვნულ ასამბლეაზე  რატიფიკაცირებასთან დაკავშირებით.

ნახეთ მეტი
Back to top button