პოლიტიკა

ერევანი უმასპინძლებს ზღვაზე გასასვლელის არ მქონე განვითარებადი ქვეყნების მინისტრთა შეხვედრას

14-15 დეკემბერს ერევანში ჩატარდება განვითარებადი ქვეყნების მინისტერიალური შეხვედრა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, რომელიც ოდესმე მოეწყო სომხეთში გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთობლივად.

Armenpress-ის ინფორმაციით, მინისტრთა შეხვედრა გაიმართება სახელწოდებით “თანაბარი, ხელმისაწვდომი და ინკლუზიური სატრანსპორტო კავშირის  სტიმული სტაბილური და მდგრადი ეკონომიკის ხელშესაწყობად” და იქნება  ფორმალური თემატური შეხვედრა 2024 წ. ივნისში კიგალიში ჩასატარებელი ზღვაზე გასასვლელის არ მქონე განვითარებადი ქვეყნების მესამე კონფერენციის წინ.

ღონისძიებას დაესწრება 30-ზე მეტი უცხოური დელეგაცია, მათ შორის ზღვაზე გასასვლელის არ მქონე განვითარებადი და სატრანზიტო ქვეყნების წარმომადგენლები, კერძოდ, ბოტსვანას და ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრები, ზიმბაბვეს, ესვატინისა და ლესოტოს ტრანსპორტის მინისტრები, მალავის ტურიზმის მინისტრი, პარაგვაის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, თურქმენეთის ტრანსპორტის მინისტრების მოადგილეები.

ღონისძიებას ასევე დაესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორებიცაა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე და ზღვაზე გასასვლელის არ მქონე განვითარებადი ქვეყნების საკითხებით მაღალი წარმომადგენელი რაბაბ ფატიმა, გაეროს ევროპული ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელი მდივანი ტატიანა მოლჩანი, TRACECA-ს გენერალური მდივანი ასეტ ასავბაევი,  ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ვიდეო შეტყობინებით გამოვლენ გაეროს აფრიკის, ასევე გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიების, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის გენერალური მდივნები.

ნახეთ მეტი
Back to top button