ეკონომიკა

ირანი ეეკ-სთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმებას მოაწერს ხელს და სამუშაოებს სომხეთიდან დაიწყებს

ირანი და ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (ეეკ) ამ თვის ბოლოს ხელს მოაწერენ შეთანხმებას თავისუფალი სავაჭრო ზონის (თსზ) შექმნის შესახებ. ამის შესახებ იუწყება სააგენტო ILNA  ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ეკონომიკურ საკითხებში მოადგილე მეჰდი საფარზე მინიშნებით.

„შეთანხმებას ხელი მოეწერება რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში 25 დეკემბერს“, – განაცხადა საფარიმ ირანის საექსპორტო პოტენციალისადმი მიძღვნილი გამოფენის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ „სამუშაოები სომხეთიდან დაიწყება“. გარდა ამისა, თეირანი იმედოვნებს, რომ თსზ შეთანხმება გაზრდის ვაჭრობის მოცულობას რუსეთთან და ბელარუსთან.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა, რომ ირანსა და ეეკ-ს შორის თსზ შეთანხმების გაფორმება დეკემბერში იგეგმება.

ნახეთ მეტი
Back to top button