საერთაშორისო

ალიევიმა მისი  კანდიდატურა პრეზიდენტის თანამდებობაზე მეხუთედ წარადგინა:  თუ ის გაიმარჯვებს, ალიევების დინასტია აზერბაიჯანს 50 წელზე მეტს  მართავს

ილჰამ ალიევიმა მისი  კანდიდატურა პრეზიდენტის თანამდებობაზე მეხუთედ წარადგინა. აზერბაიჯანისათვის ეს  ცნობა მთავარი სიახლეა, მაგრამ მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. როგორც აღნიშნა მმართველი პარტიის ვიცეპრეზიდენტმა  თაირ ბუდაღოვმა, არა მარტო „იენი აზერბაიჯანს“ კი არა  ყველა პტრიოტს სურს იხილოს ილჰამ ალიევი პრეზიდენტის სკამზე.

მრავალი წლის განმავლობაში ყველა ამბობდა: ვინც ყარაბაღს გაათავისუფლებს, ის იქნება ჩვენი მარადიული პრეზიდენტიო. ვფიქრობ, ილჰამ ალიევი იმსახურებს ამ თანამდებობას თავისი 20 წლიანი პოლიტიკით, აზერბაიჯანელი ხალხის მსახურებით და ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებით. აზერბაიჯანის ყველა პატრიოტი ამ თვალსაზრისის ერთგულია“, – განაცხადა აზერბაიჯანის ლიდერი პარტიის წევრმა.

მმართველი პარტიის მიერ ალიევის კანდიდატურის დასახელება ქვეყნის ყოფილი ლიდერის ჰეიდარ ალიევის გარდაცვალების 20 წლისთავზე ხდება. სწორედ ამ დღეს, 2003 წელს, ილჰამ ალიევმა ფაქტობრივად მემკვიდრეობით მიიღო აზერბაიჯანის  მართვის საჭე.  მანამდე კი ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანს სულ 23 წელი ხელმძღვანელობდა, მათ შორის 13 წელი იყო საბჭოთა აზერბაიჯანის ლიდერი.

61 წლის ალიევმა, რომელსაც აზერბაიჯანში ძალაუფლების სადავეები ორი ათწლეულის მანძილზე ეჭირა, გასულ კვირას მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო, რომ არ დაელოდოს 2025 წელს, არამედ ჩაატაროს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები,  სულ რაღაც ორ თვეში.

ასეთი ნაბიჯით მან გზა მოუჭრა ოპოზიციას და ხელი შეუშალა, რომ შესაფერისად მოემზადონ არჩევნებისათვის.

ამ დრომდე აზერბაიჯანის არცერთ პოლიტიკოსს არ გამოუცხადებია პრეზიდენტის თანამდებობისთვის ალიევის წინააღმდეგ ბრძოლის განზრახვა.

პარტია „მუსავათმა“ დაგმო პრეზიდენტის გადაწყვეტილება და აცხადებს, რომ მოქმედი პრეზიდენტი ასეთი ნაბიჯებით უკვე მეორად იადვილებს  ხელახლა არჩევის გზას.

„ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ მინიმუმამდე დაიყვანა პოლიტიკური ოპოზიციისა და ქვეყანაში ცვლილებების მხარდამჭერების, ასევე სადამკვირვებლო მისიების შესაძლებლობა, მოემზადონ არჩევნებისთვის“, – განაცხადა ოპოზიციურმა ძალამ.  არჩევნების წინა დღეებში კი ხელისუფლებამ დაიწყო რეპრესიების ახალი ტალღა, დააკავა ათობით პოლიტიკური აქტივისტი და ჟურნალისტი, „რაც ადასტურებს, რომ ხელისუფლება არც ამჯერად აპირებს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას“.

ნახეთ მეტი
Back to top button