მთავარიპოლიტიკა

ის, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი განცხადება გახდა შესაძლებელი, ნაწილობრივ ჩვენი დამსახურებაცაა -მიშელი

ადგილი არ არის მთავარი, შინაარსია. ამის შესახებ ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა, შარლ მიშელმა „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში უპასუხა კითხვას,  თუ სად შეიძლება დაიდოს სამშვიდობო შეთანხმება, მხარეებს შორის პირდაპირი დიალოგის შედეგად თუ ევროკავშირის და შეერთებული შტატების ეგიდით.

„ის, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი განცხადება რამდენიმე დღის წინ გახდა შესაძლებელი, ნაწილობრივ ჩვენი დახმარების დამსახურებაა. ჩვენ მათ ვამხნევებთ, ასევე ვმუშაობთ იმ შეხვედრის ორგანიზებაზე, რომელიც შეიძლება ბრიუსელში ჩატარდეს. მაგრამ მთავარი, ჩვენი აზრით, უფრო შედეგია, ვიდრე შეხვედრის ადგილი, რადგან სომხეთში, აზერბაიჯანში  მცხოვრებ ადამიანთათვის და ჩვენთვისაც  მთავარია მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა“, – განაცხადა მიშელმა.

ნახეთ მეტი
Back to top button