პოლიტიკა

სომხეთი და აზერბაიჯანი განიხილავენ სახელმწიფოთაშორისი საზღვრიდან ჯარების გაყვანის იდეას  –  მირზოიანი

სომხეთი და აზერბაიჯანი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრიდან ჯარების გაყვანის იდეას განიხილავენ.

ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა და დასძინა, რომ შეთანხმება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის. ეს არ არის ნდობის აღდგენის ერთადერთი პროცესი.

„ეს არ არის ერთადერთი ნდობის აღდგენის ერთადერთი  ხელშეკრულება, რომელიც განიხილებოდა. სხვა იდეებიც  განიხილება. მაგალითად, სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფოთაშორისი საზღვრიდან ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა, რომ ჯარების გაყვანა ნამდვილად დადებით გავლენას მოახდენს და ხელს შეუწყობს შესაძლო ახალი ესკალაციის თავიდან აცილებას. მე არ ვამბობ, რომ აქ შეთანხმება გვაქვს. ეს არის იდეა, რომელიც განიხილება“, – განაცხადა მირზოიანმა და აღნიშნა, რომ არის სხვა იდეები, რომლებიც განიხილება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სომხურ-აზერბაიჯანული ორმხრივი ნაბიჯები დადებითად აისახება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე.

„თუმცა, მთავარი პროცესი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებია. ვფიქრობ, აზერბაიჯანი უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას შეხვედრების ფორმატში. გვქონდა შესაძლებლობა გვეთქვა, რომ სამუშაოს უმეტესი ნაწილი შესრულებულია და ახლა ჩვენ უნდა შევხვდეთ და შევთანხმოთ  საბოლოო ფორმულირებები არსებით საკითხებზე“, – განაცხადა მირზოიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button