პოლიტიკა

ერევანში, წარავ აღბიურის ქუჩაზე, საქართველოს საელჩოს სახლი გადაეცემა

ერევანში, წარავ აღბიურის ქუჩაზე, საქართველოს საელჩოს სახლი გადაეცემა. გადაწყვეტილება სრ მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

აღნიშნულია, რომ სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ მიმართა ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწის ნაკვეთის შესყიდვის ნებართვის გაცემის თაობაზე.

„საქართველოს საელჩოს სურს დიპლომატიური და წარმომადგენლობითი მიზნებით შეიძინოს ერევანში, ავანში წარავ აღბიურის ქუჩა 127-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც სრ მოქალაქეების – ჰაიკუჰი გევორგის ასულ ჰარუთუნიანისა და პერჩ ჟორას ძე ხაჩატრიანის საკუთრებაშია“, – ნათქვამია გადაწყვეტილების დასაბუთებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და მზარდი დიპლომატიური წარმომადგენლობის პარალელურად, საჭირო გახდა სომხეთში საქართველოს წარმომადგენლობის სამშენებლო პირობების გაფართოება და გაუმჯობესება.

ნახეთ მეტი
Back to top button