პოლიტიკა

მოვედით. ბაირამოვმა ბაქოსა და ერევანს შორის მოლაპარაკებებში თურქეთს “მიუკერძოებული მხარე” უწოდა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქეთს ბაქოსა და ერევანს შორის მოლაპარაკებებში „მიუკერძოებული მხარე“ უწოდა.

„თურქეთი სომხეთის მეზობელია. როგორც რეგიონული ქვეყანა, თურქეთი მხარს უჭერს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების დამყარებას. თუ სომხეთი ამ ლოგიკას მიჰყვება, მოლაპარაკების მაგიდასთან თურქეთის დანახვა მომგებიანი იქნება.

ახლა გადაწყვეტილება სომხეთის მაგიდაზეა. ბოლო დროს აზერბაიჯანი მხარს უჭერს თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას“, – განაცხადა აზერბაიჯანელმა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთი პირდაპირ სამხედრო დახმარებას უწევს აზერბაიჯანს სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში.

ნახეთ მეტი
Back to top button