საზოგადოება

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას აღნიშნავს

tv1.ge წერს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას აღნიშნავს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ქუჩებსა და შენობებზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებია გამოფენილი.

ამასთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, დღეს თბილისში, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე საერთო სახალხო ზეიმი გაიმართება.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გუშინ, 14 დეკემბერს მიანიჭა.

ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციით ევროპულ საბჭოს 8 ნოემბერს მიმართა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 2022 წლის 2 მარტს განაცხადა, რომ საქართველომ მიმართა ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. იმავე წლის 3 მარტს კი, წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა.

ნახეთ მეტი
Back to top button