მთავარიპოლიტიკა

სომხეთმა საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას მიულოცა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა  თავის კოლეგებს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში, ისევე როგორც ამ ქვეყნების ხალხებს მიულოცა “ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებები”.

„ეს ისტორიული დღეა ევროპული ოჯახისთვის, ყველა მათთვის, ვინც იზიარებს დემოკრატიულ პრინციპებს“, – წერს მირზოიანი თავის X გვერდზე.

ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყების შესახებ და საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი.

ნახეთ მეტი
Back to top button