კულტურა

გაიხსნა სტრასბურგის საშობაო ბაზრობის სომხური პავილიონი

14 დეკემბერს სტრასბურგის წმინდა თომას მოედანზე საშობაო ბაზრობის სომხური პავილიონის გახსნის ცერემონია გაიმართა.

როგორც “Armenpress”-ს  სომხეთის  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიების საპატიო სტუმრები სგმკს მინისტრის მოადგილე იყვნენ ალფრედ ქოჩარიანი, სომხეთის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში, ელჩი არმან ხაჩატრიანი,  სტრასბურგის მერი ჟანა ბარსეღიანი, ადგილობრივი სომხური თემის წარმომადგენლები.

„სტუმრები გაეცნენ სომხური ხალხური კულტურის ნიმუშებს, სომხური მოტივებით შექმნილ საშობაო და საახალწლო სიმბოლოებს-სუვენირებს, ასევე საშუალება მიეცათ Arloopa-ს აპლიკაციის საშუალებით დაეთვალიერებინათ სომხური არამატერიალური კულტურული ფასეულობების შექმნის ისტორია.

„სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ევროსაბჭოში სომხეთის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლობის თანამშრომლობით და ჰოვანეს  შარამბეიანის სახელობის ხალხური ხელოვნების მუზეუმის კოორდინაციით სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე, რომელიც ევროპაში ფართოდ არის ცნობილი, სომხეთი პირველად მონაწილეობს“, – ნათქვამია ცნობაში.

წყაროს ცნობით, ბაზრობის სომხურ პავილიონში წარმოდგენილია 60-ზე მეტი სომეხი ოსტატის 400 სხვადასხვა ხელნაკეთი ნამუშევარი.

აღნიშნულია, რომ სტრასბურგის საახალწლო ბაზრობაზე სომხური ხალიჩების, ქარგვის, გობელენისა და ხის ნაკეთობების საუკეთესო ნიმუშები 24 დეკემბრამდე იქნება გამოფენილი.

ნახეთ მეტი
Back to top button