ეკონომიკა

რუსეთი მხარს უჭერს ფაშინიანის იდეას „მშვიდობის გზაჯვარედინის“ შესახებ

ჩვენ მხარს ვუჭერთ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიერ გამოცხადებული პროექტის „მშვიდობის გზაჯვარედინზე“ განხორციელებას. ჩრდილოეთ-სამხრეთის საგზაო დერეფნის მეოთხე ეტაპის მშენებლობა ევრაზიის სტაბილიზაციისა და განვითარების ფონდის მეშვეობით ფინანსდება. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა.

„ამ ხაზის მხარდაჭერის მოცულობა ახლა 150 მილიონ დოლარს შეადგენს. ასევე, ამჟამად ფონდის კოლეგიური ორგანოები ამტკიცებენ ქაჯარანის გვირაბის მშენებლობის მხარდაჭერის გადაწყვეტილებას. იქ მხარდაჭერის ოდენობა 200 მილიონი დოლარი იქნება.

ფონდის მთლიანი საინვესტიციო პორტფელი სომხეთში, 10 პროექტით, 533 მლნ აშშ დოლარად არის შეფასებული. გარდა ამისა, ამჟამად ელოდება დამტკიცებას კიდევ 300 მილიონი აშშ დოლარის პროექტები“, – განაცხადა ოვერჩუკმა.

ნახეთ მეტი
Back to top button