ეკონომიკა
სომხეთში ატომური ელექტროსადგურების მშენებლობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს – ოვერჩუკი
სომხური და რუსული მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურების აშენების საკითხზე, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა სომხეთ-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორის შეხვედრაზე განაცხადა.
რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ატომური ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების სფეროში თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანი თემაა რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში.
„მადლობელი ვართ, რომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება სომხური ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით და განმახორციელებლად დაინიშნა რუსული კომპანია. რაც შეეხება ახალ ატომურ ელექტროსადგურებს, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები“, – განაცხადა ოვერჩუკმა.