ეკონომიკა

სომხეთში გაზის ფასი საზღვარზე 2024 წელს არ შეიცვლება  – ვიცე-პრემიერი

რუსეთიდან სომხეთში შემოტანილი გაზის ფასი 2024 წელს არ შეიცვლება, შესაბამისად, მომხმარებლისთვის ტარიფიც არ შეიცვლება.

  ამის შესახებ სომხეთის ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა “Armenpress”-თან  საუბარში განაცხადა.

„ამ დროისთვის გვაქვს მკაფიო ინფორმაცია, რომ 2024 წელს საზღვარზე გაზის ფასი არ შეიცვლება. და დარწმუნებული ვარ, ამის მიხედვით არც ტარიფი შეიცვლება“, – განაცხადა გრიგორიანმა.

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, სომხურმა „გაზპრომმა“ უკვე გააფორმა 2024 წლის კონტრაქტი  „გაზპრომის“ სათაო კომპანიასთან, რომელიც ფასის ცვლილებას არ ითვალისწინებს.

  სომხეთის საზღვარზე რუსული გაზის ფასი 1000 კუბურ მეტრზე 165 დოლარია.

ნახეთ მეტი
Back to top button