მთავარიპოლიტიკა

ჩვენ ორიენტაციას ავიღებთსომხეთის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე – ფაშინიანი კუხო-დან გასვლის შესაძლებლობის შესახებ

სომხეთის ხელისუფლების დოკუმენტური მონაცემებიდან   ჩანს, რომ კუხო-ს დე ფაქტო ქმედებები ან უმოქმედობები თანხვედრაში არ არის   მის ვალდებულებებთან სომხეთის რესპუბლიკის მიმართ.

ამის შესახებ განაცხადა სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვაზე პასუხად, თუ რატომ არ იღებენ გადაწყვეტილებას კუხო-დან გასვლის შესახებ, ნუთუ ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს.

მისი თქმით, არსებობს პოლიტიკური ნება და საჭიროების მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება, რაც იქნება სომხეთის რესპუბლიკის ინტერესებში.

„რატომ არ ვიღებთ და მივიღებთ თუ არა გადაწყვეტილებას კუხო-დან გასვლის ან კუხო-ში წევრობის შეწყვეტის შესახებ?   ამ საკითხში  ჩვენ ორიენტაციას ავიღებთ სომხეთის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.  თუ ჩვენ ამ მომენტში მივიღებთ გადაწყვეტილებას  ან არ მივიღებთ რაიმე გადაწყვეტილებას,  ჩვენი ეტალონი, რომელზეც ვართ ორიენტირებული, არის სომხეთის სახელმწიფო ინტერესი.

ჩვენი დოკუმენტური მონაცემებიდან   ჩანს, რომ კუხო-ს დე ფაქტო ქმედებები ან უმოქმედობები თანხვედრაში არ არის   მის ვალდებულებებთან სომხეთის რესპუბლიკის მიმართ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ თვალსაზრისით, კუხო-ს ქმედებები არ შეესაბამება სომხეთის ინტერესებს. ჩვენ ამ საკითხს გამჭვირვალედ ვაყენებთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სომხურ მხარეს სურს გააკეთოს ყველაფერი ბოლო შესაძლებლობამდე, რათა სრულად გაუგოს კუხო-ს  და გასაგები გაადოს  მისი პოზიცია კუხო – სთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button