პოლიტიკა

სომხეთი არ შეერთებია „მაგნიტსკის სიას“

გუშინ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის უფროსის, ჟოზეფ ბორელის სახელით განცხადება გაკეთდა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ  სომხეთი „ევროპულ მაგნიტსკის ევროპულ სიას“ შეუერთდა. თუმცა მოგვიანებით ეს განცხადება არ  დადასტურდა და სომხეთის სახელი ამოიღეს სიიდან. სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა უპასუხა მედიის კითხვას,  საბოლოოდ, სომხეთი შემოვიდა თუ არა ამ სიაში?

„გარეპოლიტიკური პრიორიტეტებიდან და ევროკავშირთან პარტნიორობის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკა აკვირდება და ხშირად უერთდება ევროკავშირის განცხადებებს, გამოხატავს მხარდაჭერასა და სოლიდარობას მათში განხილული საკითხების მიმართ. როგორც ეს ევროკავშირის საბჭოს 17 დეკემბრის გზავნილიდან ჩანს სომხეთი არ შეერთებია ევროკავშირის საბჭოს 4 დეკემბრის შემაკავებელი ზომების შესახებ გადაწყვეტილებას (2023/2721)“, – განაცხადა ანი ბადალიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button