სპორტი
18 წლის გრიგორ მანუკიანმა გინესის რეკორდი დაამყარა (ვიდეო)
18 წლის თალინელმა გრიგორ მანუკიანმა გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან 5 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ ორ სატვირთო მანქანაზე დამაგრებულ ტურნიკზე ორივე ხელით 44 აწევა შეასრულა, იუწყება guinnessworldrecords.com.
მან გადააჭარბა იტალიელ ტაზიო გავოლის რეკორდს, რომელმაც 35 აწევა შეასრულა.
გრიგორ მანუკიანმა რეკორდი 44-დღიან ომში დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნა.