საერთაშორისო

აზერბაიჯანში ოპოზიციის წარმომადგენლების დაპატიმრებები გრძელდება – Human Rights Watch

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch აზერბაიჯანში ჟურნალისტებისა და პოლიტიკური აქტივისტების მასობრივი დაკავებების პრობლემას შეეხო.

„აზერბაიჯანის მთავრობის უწყებების  ნადირობა კრიტიკოსებზე არის  სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ზიზღის ერთ-ერთი გამოვლინება“, – Human Rights Watch-ის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგიამ.

იაგუბლუს დაკავება 20 ნოემბრის შემდეგ ოპონენტების, ჟურნალისტების და ხელისუფლების სხვა კრიტიკოსების სულ მცირე 12 დაპატიმრების სერიიდან ბოლოა. ხელისუფლება მათ ბრალს სდებს  სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, მათ შორის კონტრაბანდაში, უკანონო ბიზნესსა და ხულიგნობაში. მათგან მინიმუმ 11-ს სასამართლომ საქმის გულდასმით განხილვის შემდეგ წინასწარი პატიმრობა ოთხთვიანი ვადით შეუფარდა. ტოფიკ იაგუბლუ, ცნობილი ოპოზიციური ფიგურა, იყო ბოლო სამიზნე, რომელიც დააკავეს გაყალბებისა და თაღლითობის ბრალდებით.

”ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს იაგუბლუ და შეწყვიტოს კრიტიკულად განწყობილი  ჟურნალისტებისა და ოპოზიციის აქტივისტების რეპრესიები,” – თქვა გოგიამ.

ნახეთ მეტი
Back to top button