საერთაშორისო

ვრცელდება კორონავირუსის ომიკრონის შტამის ახალი  ქვეჯგუფი JN.1. – ჯანმო

კორონავირუსის ომიკრონის შტამის ქვეტიპი   JN.1, მოექცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ყურადღების ცენტრში მისი სწრაფი გავრცელების გამო. ამის შესახებ „არმენპრესი“ BBC-ის გამოცემაზე დაყრდნობით იუწყება.

JN.1 ნაპოვნია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ინდოეთში, ჩინეთში, დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ეს ქვეტიპი ინფექციების 15-29%-ს შეადგენს. JN.1 სწრაფად ვრცელდება სპაიკის პროტეინის დამატებითი მუტაციის გამო.

ვირუსი, რომელიც იწვევს Covid-ს, მუდმივად იცვლება დროთა განმავლობაში და ჩნდება ახალი ტიპის კორონავირუსი. უკვე დიდი ხანია, ომიკრონი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპის კოროვირუსი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ომიკრონის ახალი ქვეტიპი დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის და არსებული ვაქცინებიც იცავს ამ ტიპის კორონავირუსისგან. თუმცა ორგანიზაცია აფრთხილებს ზამთარში კოვიდისა და სხვა ინფექციების გაზრდის შესაძლებლობაზე. რესპირატორული ვირუსები, როგორიცაა გრიპი, რესპირატორული სინციციალური ვირუსი (RSV) და პნევმონია ბავშვებში.

ნახეთ მეტი
Back to top button