მთავარიპოლიტიკა

კუხო-ს გენერალური მდივანი ერევანს 21 დეკემბერს ეწვევა

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) გენერალური მდივანი იმანღალი ტასმაღამბეტოვი 21 დეკემბერს ერევანს ეწვევა, სადაც ის სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდება მინსკში გამართული კუხო-ს სამიტის შედეგების განსახილველად. ამის შესახებ კუხო-ს პრესსამსახური ავრცელებს.

„2023 წლის 21 დეკემბერს ერევანს ეწვევაკუხო-ს გენერალური მდივანი იმანღალი ტასმაღამბეტოვი, რომლის ფარგლებშიც ის შეხვდება სრ  საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს. დაგეგმილია კუხო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს, თავდაცვის მინისტრების საბჭოს, ეროვნული უშიშროების საბჭოების კომიტეტის მდივნებისა და კუხო-ს კოლექტიური უშიშროების საბჭოს ერთობლივი სესიის განხილვა, რომელიც გაიმართა 2023 წლის ნოემბერში მინსკში“, – ნათქვამია განცხადებაში.

2023 წელს მინკში გამართულ კუხო-ს შეხვედრებში სომხეთი არ მონაწილეობდა. შეხვედრების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კუხო-ს გენერალური მდივანი ერევანში გაემგზავრება შეხვედრების შედეგად მიღწეული შეთანხმებების წარსადგენად.

ნახეთ მეტი
Back to top button