პოლიტიკა

„გარდმან-შირვან-ნახიჯევანის“ პანსომხური კავშირი გამოეხმაურა აზერბაიჯანის პრეზიდენტის წერილს რომის პაპისადმი

„გარდმან-შირვან-ნახიჯევანის“ პანსომხური კავშირი გამოეხმაურა აზერბაიჯანის პრეზიდენტის წერილს რომის პაპისადმი.

“არმენპრესის” ცნობით, განცხადებაში ნათქვამია: „პაპისადმი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მილოცვა, შობასთან დაკავშირებით, უკიდურესი ხუმრობაა, რომლითაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს აზერბაიჯანში გაბატონებულ სახელმწიფოებრივ და სისტემურ ფარისევლობას.

წერილში აზერბაიჯანის პრეზიდენტი აღწერს აზერბაიჯანს, როგორც „ადგილს, სადაც ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება დაცულია, როგორც ეროვნული სიმდიდრე, სადაც ყველა რელიგიისთვის თანაბარი პირობებია შექმნილი და ეს არის მულტიკულტურალიზმის ერთ-ერთი მისამართი მსოფლიოში“. ეს ამაღელვებელი სიტყვები მოდის მთიან ყარაბაღში განხორციელებული ეთნიკური წმენდიდან რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც 100 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი ათასი წლის სამშობლო ეთნიკური და რელიგიური რასიზმის გავრცელების გამო.

კიდევ უფრო ნათელია, რომ ცივილიზებული სამყაროსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმოდგენები და იდეები ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების დაცვის შესახებ ძირეულად განსხვავებულია. ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების დაცვაზე საუბრისას, იხსენებს თუ არა ილჰამ ალიევს ძველი ჯუღას სასაფლაოს დანგრეულ ხაჩქარებს, ახსოვს თუ არა ბაქოს სომხური ეკლესია, რომლის მიმართ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ოპერატიული და შინაარსობრივი ძალადობა, ახსოვს თუ არა ისტორიული გარდმანის მატერიალური თუ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, რომლის მატარებლები დეპორტირებულნი არიან თავიანთი ორგანული ისტორიულ-კულტურული გარემოდან.

ისტორიული გარდმანის, შირვანისა და ნახიჩევანის სომხური კვალის დაუბრკოლებლად წაშლის, ქრისტიანული ფასეულობების ღიად გათელვის შემდეგ, ეთნოფობიის დამანგრეველი სნეულებით დაავადებულ აზერბაიჯანულ საზოგადოებას ჯერ კიდევ ეყოფა გამბედაობა, მსოფლიოს ესაუბროს  „რელიგიათშორისი ჰარმონიის“, „სულიერი რელიგიური მემკვიდრეობის და მულტიკულტურული ფასეულობების შენარჩუნების“ შესახებ. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ “ქრისტიანული რწმენის მქონე ჩვენი მოქალაქეები მჭიდროდ არიან ჩართულნი ქვეყნის ყველა სფეროში” იმ შემთხვევაში, თუ არა მხოლოდ ქრისტიანები, არამედ არაეთნიკური ეროვნული უმცირესობებიც ყოველთვის იწვნევდნენ აზერბაიჯანის სასტიკი რასიზმის ტვირთს.

პანსომხური გაერთიანება „გარდმანი, შირვანი, ნახიჩევანი“ თხოვნა-წერილს უგზავნის რომის პაპს, რათა კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდეს აზერბაიჯანული ჟონგლირების მიმართ და მოუწოდოს მსოფლიოს გააერთიანოს ძალისხმევა ქრისტიანული კულტურული ფასეულობების დასაცავად. ასეთ რთულ დროს, როდესაც მთელი მთიანი ყარაბაღი განსახლებულია, მოკლებულია ათასობით წლის მცხოვრებლებს, აზერბაიჯანული ეთნოციდის ცოცხალი საფრთხე მთიანი ყარაბაღის მთელ სომხურ კულტურულ მემკვიდრეობას დამოკლეს მახვილივით ადგას თავზე. კულტურული მემკვიდრეობის განადგურება მიუღებელია არა მარტო სომხების, არამედ მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ“.

ნახეთ მეტი
Back to top button