მთავარიპოლიტიკა

მთავრობა ახალ სასწავლო შეკრებებს აანონსებს

მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, გამოცხადებულია სარეზერვო არმიის პირველი ჯგუფის პირველი და მეორე კატეგორიის რიგითების, ქვესაოფიცრო და საოფიცრო შემადგენლობის რეზერვისტების მოსამზადებელი შეკრება 2024 წლის 23 იანვრიდან 12 აპრილის ჩათვლით.

როგორც იუწყება Armenpress-ი, პროექტის დასაბუთებით, მოსამზაებელ შეკრებაში ჩაერთვება 2838-მდე მოქალაქე, საიდანაც 2579 რიგითი და უმცროსი საოფიცრო, 98 უფროსი ქვესაოფიცრო შემადგენლობიდან, 161 – ოფიცრები, რეზერვისტები (მოტო სასროლო, კავშირგაბმულობა, დაზვერვა, საინჟინრო), სარაკეტო-საარტილერიო სპეციალობებით. გამოცხადებულ სასწავლო შეკრებების დროს თითოეული მოქალაქე ჩართულია არაუმეტეს 25 კალენდარული დღის ვადით.

2024 წლის 23 იანვრიდან 12 აპრილის ჩათვლით, სასწავლო შეკრებების უზრუნველსაყოფად სამხედრო სატრანსპორტო მოვალეობის მქონე ორგანოებიდან ჩაერთვება 10 ერთეულამდე საგზაო სამშენებლო მანქანა (ბორბლიანი მრავალციცხვიანი ექსკავატორი).

ნახეთ მეტი
Back to top button