მთავარიპოლიტიკა

საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის პრეზიდენტი მთიანი ყარაბაღიდან იძულებით დევნილებს ეწვია

საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის პრეზიდენტი კომფორტ ერო ეწვია მთიანი ყარაბაღიდან იძულებით დევნილ და სომხეთს თავშეფარებულ არცახელებს. „ამაღელვებელია იმის ყურება, მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილების ოჯახები თუ როგორ ცდილობენ სომხეთში დასახლებას. მათგან 100 000-ზე მეტი გაიქცა მიმდინარე წლის სექტემბერში აზერბაიჯანის მიერ რეგიონის დასაბრუნებლად სამხედრო ოპერაციის დროს“, – წერს ერო X-ი თავის მიკრობლოგზე. მან აღნიშნა, რომ გუშინწინ ცივ დღეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე სოფელ ნორაბაკიდან ოჯახს ესტუმრნენ. „მათი მრავალშვილიანი 10 შვილიანი ოჯახის საჭიროებები დიდია. სხვების მსგავსად მათაც ყველაფერი დატოვეს დაბრუნების პერსპექტივის გარეშე. World Vision სომხეთი ერთადერთია, რომელიც მხარს უჭერს ლტოლვილთა ოჯახებს რეგიონში. სიტუაციის გასაგებად შევხვდით ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელს ზორიკ კარაპეტიანს“, – წერს ერო. მან დასძინა, რომ „სომხეთში ლტოლვილთა ინტეგრაცია, რომლის მოსახლეობაც 3 მილიონზე ნაკლებია, დიდი გამოწვევა იქნება“. შეგახსენებთ, რომ კომფორტ ერო სომხეთში მანამდე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს და სხვა ოფიციალურ პირებს. ემა ჩობანიანი

ნახეთ მეტი
Back to top button