მთავარიპოლიტიკა

სომხურ-ქართული ურთიერთობების მაღალი დონე სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია

სრ ეროვნული კრების თავმჯდომარის ალენ სიმონიანის მოწვევით სამუშაო ვიზიტით სომხეთს ეწვია საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით.

სომხეთისა და საქართველოს პარლამენტების პრეზიდენტების შეხვედრა დილიჯანში განცალკევებული საუბრით დაიწყო, რასაც გაფართოებული შეხვედრა მოჰყვა.

მიესალმა რა კოლეგას, სრ პარლამენტის თავმჯდომარემ მოძმე საქართველოს მიულოცა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა მთელი რეგიონისთვის.

ალენ სიმონიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება.

ეკონომიკურ სფეროში ეფექტური თანამშრომლობის მხედველობაში მიღებით ალენ სიმონიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო მიმოქცევა და ეკონომიკური კავშირები კვლავ იზრდება. ამ კონტექსტში, პარლამენტის ხელმძღვანელმა ისაუბრა ზემო ლარსის საგუშაგოზე სხვადასხვა მიზეზების გამო წარმოქმნილ პრობლემებზე და კმაყოფილებით გაუსვა ხაზი ქართული მხარის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ტრანზიტის ხელშეწყობაზე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, დაარწმუნა, რომ ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში საკმაოდ პოზიტიური პროცესები განხორციელდა.

ალენ სიმონიანმა ისაუბრა რეგიონულ უსაფრთხოებასა და გამოწვევებზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სომხეთი რჩება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების დღის წესრიგის ერთგული. მხედველობაში მიიღო რა სომხეთის მიერ წარმოდგენილი პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“, ალენ სიმონიანმა საქართველოს მასში გაწევრიანება შესთავაზა.

„სომხეთისა და საქართველოს შორის ურთიერთობების მაღალი დონე სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს ინტერესს და ძალისხმევას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების საქმეში. საქართველოს მთავრობის ინიციატივა „მშვიდობიანი სამეზობლო“ სწორედ ამ მიზნისკენ არის მიმართული“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კმაყოფილებით აღნიშნა სომხურ-ქართული მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის უწყვეტი განვითარება, ისაუბრა წარმატებულ თანამშრომლობაზე საპარლამენტო ფორმატში, ასევე კომიტეტებისა და მეგობრული ჯგუფების დონეზე.

ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ მხარეებს რუსთავში სომხეთის საპატიო საკონსულოს გახსნა მიულოცა.

მადლობა გადაუხადა რა მოწვევისთვის შალვა პაპუაშვილმა, კმაყოფილებით  გაუსვა ხაზი ორმხრივი საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატის ეფექტურობას. განიხილეს საპარლამენტო კომიტეტებსა და აპარატებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლო ახალი ფორმატები.

რეგიონულ საკითხებზე საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით არნიშნა, რომ ისინი მხარს უჭერენ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას, რაც შეიძლება იყოს რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობისა და განვითარების გარანტი.

შეხვედრაზე მოსაზრებები გაცვალეს აზერბაიჯანში სომეხი ტყვეების დაუყოვნებლივ დაბრუნებაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button