კულტურა

აზერბაიჯანში ეთნიკურად დევნილი სომეხის შესახებ დოკუმენტური ფილმი “ოსკარის” შორთლისტში  მოხვდა

ბენ პრადფუტისა და კრის ბაუერსის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი The Last Repair Shop მოხვდა ოსკარის 96-ე დაჯილდოების მოკლე სიაში 15 სხვა ფილმთან ერთად. ამის შესახებ ამერიკის კინოაკადემიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაცია  იტყობინება.

ფილმის მთავარი გმირი სომეხი პერსონაჟია. ფილმი მოგვითხრობს ოთხი თავდადებული ხელოსნის შესახებ, რომლებიც კარგ მდგომარეობაში ინახავენ 80000-ზე მეტ სტუდენტურ მუსიკალურ ინსტრუმენტს ქალაქ ლოს-ანჯელესში. მათი გენერალური მენეჯერია სტივ ბაღრამიანი, რომელიც ეთნიკურ დევნას განიცდიდა აზერბაიჯანში 1980-იან წლებში.

ფილმი მოხვდა კატეგორიაში “საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი”, რომელიც შეირჩა ამ კატეგორიაში ნომინირებული 114 ფილმიდან.

ფილმი, რომელსაც ეწოდება “ბოლო სარემონტო მაღაზია” ხელმისაწვდომია ონლაინ Los Angeles Times-ის YouTube არხზე.

ნახეთ მეტი
Back to top button