ევროკავშირი შეეცდება სომხეთში ახალი ეკონომიკური პროექტების მოზიდვას – თომას დე ვაალი
გაწევრიანების პერსპექტივა. ამის შესახებ თომას დე ვაალმა, კარნეგის ფონდის წამყვანმა მკვლევარმა და ყარაბაღის კონფლიქტის ექსპერტმა NEWS.am-ის გადაცემა „სიძლიერის ფაქტორის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„მეორე მხრივ, ეს ძალიან გრძელვადიანი პროცესია. მაგალითად, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები 15 წელია ელიან ევროკავშირში გაწევრიანებას“, – აღნიშნა მან.
მას მიაჩნია, რომ სომხეთის შემდგომი წინსვლა იმ დასავლურ ვექტორზე, რომელიც არჩეულია ერევნის ახალი ხელისუფლების მიერ, დიდწილად დამოკიდებულია ამ მიმართულებით საქართველოს პროგრესზე.
„ვფიქრობ, სომხურ-ქართული ურთიერთობების გააქტიურების მცდელობას ადგილი ექნება. ევროკავშირი შეეცდება სომხეთში ახალი ეკონომიკური პროექტების მოზიდვას. ისევ და ისევ, ეს ძალიან გრძელვადიანი საკითხია. ევროკავშირი ნელა მოქმედებს, სხვა მოთამაშეები კი ბევრად უფრო სწრაფად“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.