მთავარიპოლიტიკა

მოსკოვი სამხედრო-ტექნიკურ შეთანხმებაზე დისკუსიას აცხადებს

რუსეთისა და კუხოსადმი   სომხეთის ღია  საჩივრების ფონზე, მოსკოვი აცხადებს, რომ ერევანთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ახალ შეთანხმებებს განიხილავს.

სომხეთში რუსეთის ელჩმა სერგეი კოპირკინმა სახელმწიფო სააგენტო TASS-თან ინტერვიუში არ გაამჟღავნა ამ შეთანხმებების შინაარსი.

პარლამენტში მმართველი უმრავლესობისაგან გავრცელებული  ინფორმაციაც მეტად  მწირია. ნაციონალური ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა არ გამორიცხა სომხურ-რუსული ახალი მოლაპარაკებები შეიარაღების შეთანხმებაზე, თუმცა დეტალებზე არ შეჩერებულა.  

ეს არის ზოგადი დისკუსია, რომელშიც ყველა „პრობლემა“ შეიძლება გაერთიანდეს,  ასე რომ დაელოდეთ, ვნახოთ რა იქნება ახალი“, – განაცხადა მან.

44-დღიანი ომის შემდეგ სომხეთის მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი, რეგულარულად უჩიოდნენ, რომ სტრატეგიული მოკავშირე იარაღს არ აწვდიდა, თუმცა მასში ასობით მილიონი გადაიხადეს. რუსეთის ელჩმა არ უარყო, რომ ცალკეულ კონტრაქტებში არის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია რუსული საწარმოების მიერ სახელმწიფო თავდაცვის ბრძანების შესრულებასთან, მაგრამ ამტკიცებდა, რომ თითქმის ყველა სომხურ-რუსული კონტრაქტი ეფექტურად შესრულდა.

„თითქმის ყველა ხელმოწერილი კონტრაქტი ან უკვე დასრულებულია, დროულად და ხარისხიანად, ან განხორციელების ბოლო ეტაპზეა“, – აღნიშნავდა  სერგეი კოპირკინმა.

იმავდროულად, ერთი თვის წინ პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთს თანხა გადაუხადეს, იარაღი კინ არ მიუღიათ და ახლა გამოსავალს ეძებენ.

რუსეთის ელჩის განცხადებას, რომ ყველა ხელშეკრულება წარმატებით  შესრულდა, პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანმა მოკლედ უპასუხა. – „ასე არაა, ეს სიმართლე არ არის”.

მიუხედავად იმისა, რომ თანხის ოდენობა ოფიციალურად არ სახელდება, ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთში 400 მილიონი დოლარი გადაირიცხა. ბოლო დროს ერევანი და მოსკოვი ამ საკითხის პარტნიორულ ატმოსფეროში განხილვაზე საუბრობენ.

ალენ სიმონიანი არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ რუსულმა მხარემ აიღო ფული, მაგრამ უარი თქვა იარაღის მიწოდებაზე.

„ვფიქრობ, უარის თქმის გარდა, ალბათ, ვერ შეძლო და დარწმუნებული არ ვარ, რომ ბოლომდე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვექნება ის, რაზეც მოვილაპარაკეთ. დრო გვაჩვენებს“, – განაცხადა ალენ სიმონიანმა.

სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები დიდი ხანია დაძაბულია. ერევანი მოსკოვსა და კუხო-ს ალიანსის ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს, მოსკოვი უკმაყოფილოა სომხეთის დასავლეთთან თანამშრომლობით, რომის სტატუტის რატიფიცირება კი მტრულ ნაბიჯად შეფასდა.

მიუხედავად ამისა, ალენ სიმონიანი ამტკიცებდა, რომ სომხეთში არ არსებობს ანტირუსული განწყობები და ერევანი ცდილობს სტრატეგიული მოკავშირის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებები გარკვეულწილად შეასრულოს. მანამდე სომხეთი არ შეიცვლის პოზიციას კუხო-თან დაკავშირებით.

„პოზიცია შეიცვლება, როდესაც კუხო გამოაცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები განლაგებულია სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე, ანუ კუხო-ს ტერიტორიაზე და მოითხოვს, რომ ამ შეიარაღებულმა ძალებმა დატოვონ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორია“, – აღნიშნა ალენ  სიმონიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button