საერთაშორისო

საქართველოში უამინდობის გამო სომხეთისა  და თურქეთისაკენ  სატვირთო მანქანების მოძრაობა აიკრძალა

საქართველოში მძიმე სატვირთო მანქანების მოძრაობა სომხეთისა და თურქეთის საზღვრისკენ მიმავალ საავტომობილო გზებზე აიკრძალა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„ძლიერი თოვლისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო საავტომობილო გზებზე ხაშური-ახალცხა-ვალე (თურქეთის საზღვარი-რედ.) და ახალციხე-ნინოწმინდა (საზღვარი სომხეთთან-რედ.) საავტომობილო გზებზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია შეტყობინებაში.

აღნიშნულია, რომ აღნიშნულ მაგისტრალებზე 30 და მეტი ადგილიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

შეგახსენებთ, რომ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საერთაშორისო საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე თოვლისა და ლიპყინულის გამო საქართველოდან რუსეთის მიმართულებით მიმავალი ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ამ წუთებში ჩაკეტილია.

ნახეთ მეტი
Back to top button