ეკონომიკა

სომხეთის ეკონომიკური აქტივობის ინდექსი თერთმეტ თვეში 9,4 პროცენტით გაიზარდა

სომხეთის ეკონომიკური აქტივობის ინდექსი 2023 წლის იანვარ-ნოემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,4 პროცენტით გაიზარდა.

ამის შესახებ მოწმობს სრ სტატისტიკური კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.

სამრეწველო პროდუქციის მოცულობა მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,1 პროცენტით გაიზარდა.

2023 წლის 11 თვეში მშენებლობის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,6 პროცენტით გაიზარდა.

სავაჭრო ბრუნვის ზრდამ იანვარ-ნოემბერში 2022 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით 24,3 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში გაწეული მომსახურების მოცულობა 11,1 პროცენტით გაიზარდა.

2023 წლის 11 თვეში სამომხმარებლო ფასების ინდექსი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,2 პროცენტით, ხოლო სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი 1,7 პროცენტით გაიზარდა. დაფიქსირდა ელექტროენერგიის წარმოების მოცულობის კლებაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კლებამ 4,3 პროცენტი შეადგინა.

მიმდინარე წლის 11 თვეში საგარეო ვაჭრობის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42,4 პროცენტით გაიზარდა. ამასთან, ექსპორტი 44,7 პროცენტით, ხოლო იმპორტი 41 პროცენტით გაიზარდა.

იანვარ-ნოემბერში დრამის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 391,39 დრამი იყო.

ნახეთ მეტი
Back to top button