პოლიტიკა

სომხური კულტურის ექსპროპრიაციის მცდელობები გააქტიურდა ცრუ ტერმინის „დასავლეთ აზერბაიჯანის“ გარშემო. monumentwatch.org:

ვებგვერდი monumentwatch.org, რომელიც აკვირდება არცახის კულტურულ მემკვიდრეობას, წერს:

„ბოლო დროს, ცრუ ტერმინის „დასავლეთ აზერბაიჯანის“ გარშემო ძალიან გააქტიურდა აზერბაიჯანული სხვადასხვა ღონისძიება და სომხური კულტურის ექსპროპრიაციის მცდელობები სხვადასხვა საჯარო და საერთაშორისო პლატფორმებზე.

ამრიგად, 2023 წლის 15 დეკემბრიდან აზერბაიჯანის „ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში“ გაიხსნა გამოფენა „დასავლეთ აზერბაიჯანი კულტურულ მეხსიერებაში“.

დამკვიდრებული ტერმინით „დასავლეთ აზერბაიჯანი“ აზერბაიჯანი ცდილობს წარმოაჩინოს ერევნის ისტორია დეკორატიული ხელოვნების, ფოტოების, ისტორიული დოკუმენტების გაყალბებისა და ახლად შექმნილი აზერბაიჯანული იდენტობის ფონზე. გამოფენა ეყრდნობა ერევნის სპარსელი ხანების სასახლის ფოტოებს, ერევნის ციხიდან წარმოშობილ ობიექტებს და მრავალ ძეგლს, რომლებიც წარმოდგენილია როგორც “დასავლეთ აზერბაიჯანის კულტურა”.

ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება იყო 2023 წლის 23-24 ნოემბერს ნახიჩევანში გამართული ფესტივალი „დაბრუნება დასავლეთ აზერბაიჯანში“, რომელსაც წინ უძღოდა კონფერენცია „გზა დასავლეთ აზერბაიჯანისაკენ“. ორგანიზატორები იყვნენ ბაქოს უფლებამოსილი წარმომადგენლობა ნახიჯევანში, აზერბაიჯანის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ნახიჯევანის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ა.შ. ფესტივალის პლაკატი იმეორებს სომხეთის რესპუბლიკის პოლიტიკურ რუკას, ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი სხვადასხვა ფოტოებითა და დეკორატიული ხელოვნების ობიექტებით კი, იყო სომხეთის რუკის წარმოდგინის მცდელობა ქალაქებისა და სოფლების გამოგონილი სახელებით.

ფესტივალის ფარგლებში აზერბაიჯანულ ენაზე წარმოდგენილი იყო მრავალი სომხური და რეგიონალური კულტურული გამოვლინება, მათ შორის ფოლკლორის მაგალითები, წიგნების გამოფენა, სტენდები კულინარიული და მატერიალური კულტურის ნიმუშებით, საკონცერტო პროგრამა, ფილმები, ლიტერატურის ნიმუშები, სამეცნიერო კვლევა, სტატიებისკრებული, სურათები, რომელიც ეძღვნება „დასავლეთ აზერბაიჯანს“. ფესტივალის ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო სამზარეულოს სხვადასხვა კერძები სახელწოდებით „ირევნის სამზარეულო“.

„ღონისძიების“ პროპაგანდისტული თანხლების ფარგლებში აზერბაიჯანის სახელმწიფო პროპაგანდისტული მანქანა საუბრობს სომხეთის (მათი „ტერმინოლოგიით“ ვითომდა „დასავლეთ აზერბაიჯანის“) ხელოვნურად ,,აზერბაიჯანში დაბრუნებაზე“ და სხვა მსგავს ტერმინებზე.

ჩვენი პასუხი

აზერბაიჯანის მიერ სომხების დეპატრიაციის, მათ ისტორიულ სამშობლოში გენოციდისა და იძულებითი დეპორტაციის  პოლიტიკის პარალელურად, აზერბაიჯანი აგრძელებს ტერიტორიული, ისტორიული და კულტურული ამბიციების პოლიტიკას სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის, სომეხი ხალხის ისტორიული სამშობლოსა და კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ. ეს არის მიუღებელი ქმედებების ერთობლიობა, რომლის მიზანია სომხური კვალის მოსპობა. ახლადშექმნილ ტერმინ „დასავლეთ აზერბაიჯანის“ შესახებ მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ რუბენ გალიჩიანის სტატიაში.

ნახეთ მეტი
Back to top button