პოლიტიკა

ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია სომხეთის კეთილდღეობა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ სომხეთის კეთილდღეობას რუსეთისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

როგორც იუწყება სააგენტო TASS-ი, ამის შესახებ ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

„გასული წელი არ იყო იოლი მსოფლიოს მრავალი ქვეყნისა და ხალხისთვის. არც სომხეთისთვის იყო ადვილი, ჩვენი მეგობარი ხალხისთვის. ჩვენ ვხედავთ ერევნის  უფრო სახიფათო გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩართვის ყველანაირ მცდელობას“, – განაცხადა ზახაროვამ და აღნიშნა, რომ დასავლეთი გულგრილია სომეხი ხალხის ბედის მიმართ და მოქმედებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.

„ურთიერთობების მოკავშირეობის გათვალისწინებით, ჩვენ მზად ვართ ყოველმხრივ წვლილი შევიტანოთ სომხეთის მშვიდობაში, სტაბილურობასა და კეთილდღეობაში. ჩვენთვის ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია. ჩემი სახელით, გულწრფელად ვუსურვებ სომხეთის ხალხს მშვიდობას, კეთილდღეობას ახალ წელს და რაც შეიძლება ნაკლებ პრობლემას, ვიდრე გასულ წელს მოხდა“, – დასძინა დიპლომატმა.

ნახეთ მეტი
Back to top button