პოლიტიკა

საფრანგეთმა აზერბაიჯანის საელჩოს 2 თანამშრომელი „არასასურველ პირად“ გამოაცხადა

საფრანგეთმა პარიზში აზერბაიჯანის საელჩოს ორი თანამშრომელი „არასასურველ პირებად“ გამოაცხადა ბაქოს ოფიციალური ნაბიჯის საპასუხოდ, რომელმაც წინა დღეს საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომელი „არასასურველ პირებად“ გამოაცხადა.

როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საფრანგეთმა აზერბაიჯანის მიერ ბაქოში საფრანგეთის საელჩოს დიპლომატიური პერსონალის ორი თანამშრომლის “არასასურველ პირებად” გამოცხადება მიიღო. ამასთან, აღნიშნულია, რომ საფრანგეთი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს, რომლებიც ბაქომ თავისი გადაწყვეტილების გასამართლებლად წარმოადგინა.

აღნიშნულია, რომ საპასუხოდ საფრანგეთმა პარიზში აზერბაიჯანის საელჩოს 2 აგენტი „არასასურველ პირად“ გამოაცხადა, ხოლო საფრანგეთში აზერბაიჯანის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

26 დეკემბერს აზერბაიჯანმა საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომელი „არასასურველ პირად“ გამოაცხადა, საფრანგეთის ელჩი აზერბაიჯანში ანა ბოიონი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ბაქომ ფრანგ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცა.

ნახეთ მეტი
Back to top button