საერთაშორისო

2023 წელი აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მდგომარეობა გაუარესდა  -უფლებადამცველები

აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მდგომარეობა 2023 წელს გაუარესდა. ქვეყანაში დაირღვა ძირითადი თავისუფლებები, გაიზარდა პოლიტპატიმრების რაოდენობა. ამის შესახებ ნათქვამია პოლიტპატიმრების მონიტორინგის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. კერძოდ, მიუთითებს შეკრების თავისუფლების მუდმივ აკრძალვაზე, ოპოზიციის საპროტესტო აქციების გამართვაზე თანხმობის მიცემაზე, მშვიდობიანი დემონსტრაციებისა და პიკეტების დარბევაზე.

მაგალითად, ბაქოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არ მოიწონა 8 მარტს დაგეგმილი ფემინისტური მიტინგის გამართვა დედაქალაქის ცენტრში,  არც 20 ივნისს სოფელ სოიუდლუში მცხოვრებთა საპროტესტო აქცია, რომლებიც უჩიოდნენ გარემოს ოქროთი დაბინძურებას,  სასტიკად ჩაახშეს და 1 აგვისტოს დაარბიეს კურიერთა კავშირის საპროტესტო აქცია.

ნგარიშში ასევე აღნიშნულია გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვა. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების შესახებ ახალი კანონის რეაქციული დებულებების გამო, ბევრ მათგანს მოუწია საქმიანობის შეწყვეტა. ამასთან, დოკუმენტების გადამოწმებისას ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას დაუსაბუთებელი მოთხოვნები დაუყენეს. გუბად იბადოღლუ, აზერბაიჯანის პარტია „დემოკრატია და კეთილდღეობის“ ლიდერი, რომლის ხელმძღვანელობით პარტიის რეგისტრაციაზე უარი უთხრეს  2023 წლის ივლისში დააკავეს გაყალბებული ბრალდებით.

წლის ბოლოს დაიწყო რეპრესიები დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, დააკავეს 10-მდე ჟურნალისტი გაყალბებული ბრალდებით. ანგარიშში ასევე აღნიშნულია მორწმუნეებისა და რელიგიური აქტივისტების დარბევა, რომლებიც ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს.

„სამოქალაქო საზოგადოება პრაქტიკულად განადგურდა, აქტივისტებისა და უფლებადამცველების უმეტესობა დაპატიმრების შიშით წავიდა ემიგრაციაში, ტელევიზია, რადიო და პრესა ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა, სასამართლოები ექვემდებარება პოლიტიკურ ელიტას და ადვოკატები, რომლებსაც არ მოსწონთ რეჟიმი –  ლიცენზია ჩამოერთვა. აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებული პარლამენტი იღებს ახალ კანონებს, რომლებიც არ ასახავს ხალხის ინტერესებს. აზერბაიჯანის მართვის მეთოდები სულ უფრო ემსგავსება პუტინის რეჟიმს რუსეთში“, – ასეთი დასკვნაა გაკეთებული ანგარიშში.

 დავამატოთ, რომ პოლიტპატიმრების მონიტორინგის ცენტრი 2014 წლის ოქტომბერში „სინდისის პატიმრების“ მიერ შეიქმნა. ცენტრს მართავს ელშან ჰასანოვი.

ნახეთ მეტი
Back to top button