საზოგადოება
ერევანი 2023 წელს გახდა რუსი ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული მარშრუტი
ყველაზე პოპულარული ავიახაზების მარშრუტი რუსი დამოუკიდებელი ტურისტებისთვის 2023 წელს გახდა ერევანი, იტყობინება «Яндекс. Путешествия».
ამ დასკვნამდე კომპანიის სპეციალისტები 2023 წელს 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შეკვეთილი თვითმფრინავის ბილეთების მონაცემების შესწავლის შემდეგ მივიდნენ.
რუსებისთვის უცხოური მოგზაურობის ლიდერებს შორის არიან თურქეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი. საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა ფრენებზე ტაილანდში (207 პროცენტით), აზერბაიჯანში (85 პროცენტით), საქართველოში (44 პროცენტით) და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში (40 პროცენტით).