ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო მტკიცება, რომ მეწამორის ატომური ელექტროსადგური აბინძურებს მდინარე არაქსს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა უარყო ბრალდებები, რომ მეზობელ სომხეთში მეწამორის ატომურმა ელექტროსადგურმა საზღვარზე მდინარე არაქსი შეიძლება დააბინძუროს რადიოაქტიური მასალებით, წერს Tasnim.
კვირას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თეირანში ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
ჩრდილო-დასავლეთ არდაბილის პროვინციის ორი სასაზღვრო რეგიონის წარმომადგენელი დეპუტატის შეკითხვაზე პასუხის გაცემისას, ამირ აბდოლაჰიანმა უარყო შეშფოთება მდინარე არაქსის რადიოაქტიური დაბინძურების შესახებ.
მისი თქმით, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ტექნიკური დასკვნა და ინსპექტირების სამუშაოები უარყოფს სომხეთში მეწამორის ატომური ელექტროსადგურის მუშაობის შედეგად მდინარე არაქსის დაბინძურების შესაძლებლობას.
მანამდე აზერბაიჯანული მედია წერდა, რომ მეწამორის ატომური ელექტროსადგური, სავარაუდოდ, ყოველდღიურად 12 000-16 000 კუბურ მეტრ რადიოაქტიურ ნარჩენს ასხამს მდინარე არაქსში.