ანალიტიკამთავარი

პუტინმა აზერბაიჯანსა და თურქეთს მთიანი ყარაბაღის მიმდებარე ტერიტორიების დაბრუნების უფლება მისცა. The Economist

რა არის მოსალოდნელი მომავალ წელს? პრესტიჟულმა ბრიტანულმა „ეკონომისტმა“ გამოყო 2024 წელს მოსალოდნელი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები და შესაძლო საფრთხეები, რომლებიც ასე თუ ისე შეცვლიან პლანეტაზე ცხოვრებას.

(სტატიას ვაქვეყნებთ შემოკლებით)

„ეკონომისტის“ ინფორმაციით, უკრაინის კონფლიქტი გაგრძელდება. „აშკარაა, რომ დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა 2023 წელს ჩაიშალა, თუმცა რუსეთმა დიდი ზარალი განიცადა, მაგრამ აგრძელებს უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 18 პროცენტის ოკუპაციას. ნახევარი 2014 წელს ყირიმის ანექსიით, ხოლო მეორე ნაწილი 2022 წელს დაწყებული შეჭრით.

„პუტინს სურს ამოწუროს დასავლეთის პოტენციალი და ნერვები“, – ასკვნის ავტორიტეტული ბრიტანული პერიოდული გამოცემა და დასძენს, „ოპტიმისტები თვლიან, რომ ეს ომი გაანადგურებს რუსეთის პოლიტიკურ სისტემას, პესიმისტები კი აფრთხილებენ, რომ პუტინს შეუძლია კიდევ დიდხანს გააგრძელოს თავისი პოლიტიკა“.

უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, „ეკონომისტი“ ცვლილებებს პროგნოზირებს სამხრეთ კავკასიაშიც და აღნიშნავს, რომ „ხანმოკლე ომი და ყარაბაღის დაცემა მხოლოდ ერთი ეპიზოდი იყო იმ დიდი ცვლილებისა, რომელმაც შეცვალა ძალთა ბალანსი  ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და მსოფლიოში და რომელიც მომავალ წელსაც გაგრძელდება“.

„2020 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უფლება მისცა აზერბაიჯანსა და თურქეთს დაებრუნებინათ მთიანი ყარაბაღის მიმდებარე ტერიტორიები. ამავდროულად, მან მთიან ყარაბაღში განათავსა საკუთარი სამშვიდობო ჯარები, თითქოსდა სომხების დასაცავად, ფაქტობრივად, საკუთარი გავლენის შესანარჩუნებლად. მაგრამ როცა უკრაინის წინააღმდეგ ომის დრო დადგა, პუტინმა ღარიბ, დემოკრატიულ სომხეთს თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობა ამჯობინა და აზერბაიჯანს უფლება მისცა გაეწმინდა მთიანი ყარაბაღი სომხებისგან, რომლებიც იმედს მოსკოვის დაცვაზე ამყარებდნენ“.

„გარდა არცახელი სომხების ღალატისა, რუსეთს იმედი აქვს, რომ მოახდინოს მათი მიგრაციის მანიპულირება სომხეთში რეჟიმის შეცვლის პროვოცირების მიზნით. პუტინი ასევე იმედოვნებს, რომ ადგილზე გავლენის შენარჩუნებას თურქეთთან აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი დერეფნის გაკონტროლებით, რომელმაც შესაძლოა სომხეთზე გაიაროს“.

ამასთან, ავტორიტეტული პერიოდული გამოცემა აღნიშნავს, რომ ახლა აზერბაიჯანმა და თურქეთმა ყველა კარტი ხელში აიღეს და მოსკოვთან ზედმეტ დათმობებზე წასვლას არ აპირებენ. მეორეს მხრივ, თურქეთს და აზერბაიჯანსაც არ სურთ დასავლეთის მხარეზე დადგომა. „ანკარას და ბაქოს სურთ შექმნან საკუთარი ძალაუფლების ბაზა კავკასიაში“, წერს „ეკონომისტი“ და დასძენს: „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ერთ-ერთი შედეგია საშუალო წონის სახელმწიფოების განვითარება, როგორიცაა თურქეთი და მეორე არის კრემლის გავლენის შესუსტება პოსტსაბჭოთა სამყაროში“.

ნახეთ მეტი
Back to top button