კულტურა

NETFLIX-ის და დანარჩენი ორი კომპანიის 3 ფილმს გადაიღებენ სომეხი სპეციალისტები

სომხეთში ერთდროულად 3 უცხოური ფილმი გადაიღება, რომელთაგან ერთ-ერთი NETFLIX-ის მრავალსერიანი ფილმია. მიუხედავად იმისა, რომ ფილმებს სიუჟეტური კუთხით არაფერი აქვს საერთო ჩვენს ქვეყანასთან, მათი გადაღება მთლიანად სომხეთში მოხდება. ამ პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც ფინანსურ ინვესტიციებს მოითხოვს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სომხურ და უცხოურ კინოგადამღებ კომპანიებს შორის უკვე გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. დარგში დარწმუნებული არიან, რომ სომხეთი მიმზიდველი გახდა უცხოელი კინემატოგრაფისტებისთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც „კინემატოგრაფიის შესახებ“ სრ კანონში ბოლო ცვლილებები განხორციელდა.

რის შესახებ მოგვითხრობს NETFLIX სომხეთზე?

სომხური მხარე ამჟამად აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს NETFLIX-თან, გერმანულ და ამერიკულ კომპანიებთან სომხეთში 3 განსხვავებული ფილმის გადაღებაზე. ეს ფილმები თითქმის მთლიანად სომხეთში იქნება გადაღებული და მათ წარმოებაში სომეხი სპეციალისტები იქნებიან დაკავებულები. კინორეჟისორი არმან ნშანიანი ამბობს, რომ ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ცნობილი გერმანელი მსახიობი და კინოპროდიუსერი ტილ შვაიგერი მისი მიწვევით სომხეთში ჩავიდა და გადაწყვიტა თავისი ფილმების სომხეთში გადაღება.

„ორი ფილმი მხატვრულია. ერთი მათგანი არის ნამდვილი ისტორია მებრძოლ გოგონაზე, მოვლენები ვითარდება ბერლინსა და სარაევოში, მეორე მრავალფილმიანი სერიალია მსოფლიოს დასასრულის შესახებ, მეორე კი ისევ მოგვითხრობს ბერლინში მიმდინარე მოვლენაზე, თუ როგორ ანადგურებენ გმირები ბოროტებას ქუჩებში ერთ საღამოს. უხეშად რომ ვთქვათ, სამივე ფილმის სცენარი და შინაარსი სომხეთთან არ არის დაკავშირებული, მაგრამ ჩვენ შევძელით, რომ ეს პროექტები ჩამოსულიყო და გადამეღო სომხეთში“, – განმარტავს არმან ნშანიანი.

კინორეჟისორი არმან ნშანიანი

რომელი იქნება მსოფლიო ფილმების სომხური ხელწერა?

სომხეთს დიდი პოტენციალი აქვს შესანიშნავი ფილმების გადაღებისთვის. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა უცხოელი რეჟისორები მოდიან და შთაბეჭდილებებით მიდიან, ამბობს კინორეჟისორი. სომხეთში ამ ფილმების წარმოების პროცესით ნშანიანის ხელმძღვანელობით კინოკომპანია People of Ar და Ava არის დაკავებული.

„ისინი მოვლენ თავიანთი მხატვრული ,,ბირთვით“. მათ ალბათ რეჟისორი, ოპერატორი და გადამღები ახლდებათ, რომელიც ჩვენს გადამღებთა გუნდთან ერთად იმუშავებს. ანუ გადამღები ჯგუფი სომეხი სპეციალისტებით დაკომპლექტდება. 100 კაციანი ჯგუფიდან, შესაძლოა, 4-10 ადამიანი იყოს უცხოელი სპეციალისტი“, – ამბობს კინორეჟისორი.

რამ მოიყვანა საერთაშორისო მწარმოებლები სომხეთში?

კინომწარმოებლებისთვის სომხეთს აქვს მიმზიდველი შეთავაზებები არა მხოლოდ პროფესიული, არამედ ბიზნესის თვალსაზრისითაც. „კინემატოგრაფიის შესახებ“ კანონში ბოლო ცვლილებებით, სახელმწიფო კინორეჟისორებს განხორციელებული ინვესტიციების 10-40 პროცენტს უბრუნებს. სომხეთის ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი შუშანიკ მირზახანიანი დარწმუნებულია, რომ სწორედ ამ შეთავაზებამ შემოიტანა სომხეთში ერთდროულად NETFLIX-ის, გერმანული და ამერიკული კომპანიების 3 პროექტი, შემდეგ კი მრავალჟანრიანი ფილმების გადაღების შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანაში.

„თუ პროფესიონალურად შევხედავთ, სომხეთს აქვს 4 სეზონი და იძლევა საზაფხულო სცენების გადაღებას მეღრიში, რამდენიმე საათის შემდეგ კი ზამთრის სცენები არაგაწის კალთებზე და რამდენიმე პლაჟის სცენა სევანში. ბოლო 5 წლის განმავლობაში გვქონდა ერთობლივი პროდუქცია ფრანგულ, ამერიკულ, ბელგიურ კომპანიებთან და არ მახსოვს შემთხვევა, რომ სომხეთიდან უკმაყოფილო წასულიყვნენ“, – ამბობს შუშანიკ მირზახანიანი.

შუშანიკ მირზახანიანი, სომხეთის ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი

  • რა იქნება დადებული მემორანდუმის შემდეგ?

სომხეთში ფილმების წარმოების პროცესის განსახორციელებლად, უკვე გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა, კინოწარმოების კომპანიასა და სომხეთის ეროვნულ კინოცენტრს შორის. ამ უკანასკნელის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი შუშანიკ მირზახანიანი დარწმუნებულია, რომ ეს იქნება პირველი, მაგრამ არა ერთადერთი თანამშრომლობა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ.

„შარშან ინდოეთთან მემორანდუმი გავაფორმეთ და ისინი აპირებენ სომხეთში ბევრი ფილმის გადაღებას, ასევე პოსტპროდუქციის სერვისის გაწევას და აქ სტუდიების დაარსებას. ისინი მოუთმენლად ელოდნენ ინვესტიციის ნაწილობრივი დაბრუნების ამ შესაძლებლობას“.

საერთაშორისო თანამშრომლობა ასევე პირდაპირ გავლენას მოახდენს ადგილობრივ კინოს წარმოებაზე. ეს არა მხოლოდ გამოცდილების გაცვლაა, არამედ ახალი კონტაქტებისა და ნაცნობების დასაწყისიც, ხაზს უსვამს კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამედროვე ხელოვნების დეპარტამენტის კინოს დარგის უფროსი სპეციალისტი ლუსინე სარგსიანი. ხელმოწერილი მემორანდუმის მიხედვით, წარმოების პროცესში აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას დარგის დამწყები სპეციალისტები და სტუდენტები.

„მემორანდუმის დებულებებში განვსაზღვრეთ, რომ გადაღების პროცესში ჩართული უნდა იყვნენ ჩვენი კინორეჟისორები და სტუდენტები. ეს ყველაფერი მკაფიოდ არის განსაზღვრული, მაგალითად, რამდენად უნდა იყოს წარმოდგენილი ადგილობრივი მწარმოებლები. ამის და კიდევ რამდენიმე ფაქტორის მიხედვით, ასევე დადგინდება, თუ რამდენი პროცენტი დაბრუნდება. ამ პროექტში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული, ამ პროექტში რამდენად ხდება  სომხეთის, ჩვენი კულტურის, მდებარეობის, ისტორიული და კულტურული ძეგლების და ა.შ. პროპაგანდა“ – განმარტავს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი.

ამ წუთებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კანონქვემდებარე აქტები მუშავდება. ამის პარალელურად, სომხურმა კინოწარმოების კომპანიამ აქტიური მოსამზადებელი მოლაპარაკებები დაიწყო. ჯერ უცნობია როდის დაიწყება გადაღებები. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ამბობენ, რომ მთავარია, საერთაშორისო კომპანიებმა ყველა გარანტია უკვე მიიღეს.

ნახეთ მეტი
Back to top button