ახალი ომი, პრიგოჟინის დიდება და დასასრული, საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება -2023 წელს მსოფლიოში
2023 წელს მსოფლიოში სულ მცირე 183 რეგიონული კონფლიქტი მოხდა. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში. 2022 წელთან შედარებით მსხვერპლთა რაოდენობა 14%-ით გაიზარდა, ძალადობის შემთხვევები 28%-ით. Factor TV-მა 2023 წელს ამ კუთხით გადახედა. არცახი დარჩა არცახელების გარეშე. 2023 წელს ალყაში მოქცეული მთიანი ყარაბაღის მოსახლეობისვის გაღრმავდა ჰუმანიტარული კრიზისი გაღრმავდა და შიმშილის შემთხვევებიც დაფიქსირდა. 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა გამოაცხადა ეგრეთ წოდებული “ადგილობრივი ანტიტერორისტული ოპერაცია”, რომელიც მიზნად ისახავდა არცახიდან სომეხთა განსახლებას. მათ მიაღწიეს წარმატებას. 25 სექტემბერს დაიწყო არცახის მოსახლეობის დეპორტაცია. სულ რამდენიმე დღეში 100 000-ზე მეტმა არცახელმა დატოვა სამშობლო.
*7 ოქტომბერს ჰამასი თავს დაესხა ისრაელს, დაიღუპა თითქმის 1200 ადამიანი და აიყვანა 240 მძევალი. ისრაელის თავდაცვის ძალებმა საპასუხოდ დაიწყეს ღაზას სექტორზე საჰაერო იერიშის განხორციელება, შემდეგ კი სახმელეთო ოპერაცია. ისრაელმა განაცხადა, რომ აპირებს ტერორისტული დაჯგუფების ჰამასის მთლიანად განადგურებას. პალესტინის მხარის მონაცემებით, ამ პერიოდში დაახლოებით 20 000 პალესტინელი დაიღუპა.
* რუსეთ-უკრაინის ომი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდა, ვერც ერთმა მხარემ ვერ გატეხა მტრის წინააღმდეგობა და ზამთარმა კიდევ უფრო შეანელა ბრძოლა. თითქმის 2 წელია მიმდინარე ომის შედეგად ორივე მხარე ოფიციალურად არ წარმოაჩენს დაღუპულთა მონაცემებს.
* აჯანყება რუსეთში. 23-24 ივნისის ღამეს „ვაგნერის“ კერძო სამხედრო ჯგუფის ძალებმა დონის როსტოვში სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბი დაიკავეს და მოსკოვისკენ დაიძრნენ. აჯანყება შეჩერდა ბელორუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს შუამავლობით, რომელმაც „ვაგნერის“ ლიდერს ევგენი პრიგოჟინს ბელორუსში თავშესაფარი შესთავაზა. პუტინის ყოფილ ახლო მეგობარს, პრიგოჟინს, აჯანყება არ აპატიეს. ორი თვის შემდეგ ის ავიაკატასტროფაში დაიღუპა. მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში ფრენისას პრიგოჟინის კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
* აპრილში ფინეთი ოფიციალურად გახდა ნატოს 31-ე წევრი. შედეგად, ალიანსის ქვეყნების საერთო საზღვარი რუსეთთან გაორმაგდა, 1215 კილომეტრიდან 2555 კილომეტრამდე. კრემლმა გამოაცხადა, რომ რუსეთს მოუწევს „კონტრზომების“ მიღება ფინეთის ბლოკში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
* ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი და გამოაცხადა უკრაინასა და მოლდოვასთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოქალაქეებს მიულოცა და განაცხადა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება არის მთელი საქართველოსა და მისი ხალხის გამარჯვება. * ნიუ-იორკის სასამართლომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ბრალდება წაუყენა, დუმილის სანაცვლოდ ქრთამის გადახდაში დაადანაშაულა. ეს უპრეცედენტო იყო. ეს პირველი შემთხვევაა, როცა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს.
* მაისში ლონდონში ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონია გაიმართა. ჩარლზ III-მ შეცვალა დედა, დედოფალი ელიზაბეტ II, რომელიც გარდაიცვალა 2022 წლის სექტემბერში.
* წელს ჯანმო-მ გამოაცხადა COVID-19 პანდემიის დასრულება და 2020 წლის იანვარში გამოცხადებული ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობის მოხსნა. ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსი გლობალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს.
* ჩინეთმა 2023 წელს დატოვა მსოფლიოს ყველაზე დასახლებული ქვეყნის პოზიცია. ახლა ყველაზე მეტი მოსახლე მსოფლიოში ინდოეთია. ინდოეთის მოსახლეობა ამჟამად 1,43 მილიარდ ადამიანს შეადგენს, ჩინეთის მოსახლეობა 1,425 მილიარდს.