ეკონომიკა

სომხური ღვინის კვლევა։  Forbes

ეს უძველესი ღვინის ქვეყანა არასოდეს მოქცეულა ჩემი ყურადღების ქვეშ. შესაძლოა იმიტომ, რომ აშშ-ში ცოტაა ხელმისაწვდომი სომხური ღვინო, ან იმიტომ, რომ ბევრი ადგილობრივი ვაზის ჯიში ჩვენთვის უცნობია აშშ-ში. რა თქმა უნდა, ისიც  ვერ შეუწყობდა ხელს, რომ  ქვეყანა მეღვინეობის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე სხვადასხვა ძალების მიერ ომში იყო ჩაბმული, წერს  ლიზა ზიმერმანი  ჟურნალ Forbes-ის  თავისსტატიაში.

კავკასიის, უპირველეს ყოვლისა, სომხეთისა და საქართველოს ვაზის ჯიშები დასავლეთ ევროპაში არასოდეს გამოჩენილა. შედეგად, ამერიკელმა და ევროპელმა მომხმარებელთა უმეტესობამ ცოტა რამ იცის  მათი წარმოშობის  შესახებ.

მაგრამ სომხეთში ჩემი პირველი მოგზაურობისას შთაბეჭდილება მოახდინა ღვინოების საერთო ხარისხმა და იმ ისწრაფებამ, რომელიც ღვინის წარმოებაში დებენ სომეხი მეღვინეები.  სამწუხაროდ, ძალიან ცოტა მათგანია ხელმისაწვდომი  აშშ-ს ბაზარზე.  კომპანია  Storicaნ  ბოსტონიდან, ცვლის სიტუაციას, ისევე როგორც საერთაშორისო მეღვინეები, როგორიცაა პოლ ჰობსი, რომლებიც თანამშრომლობენ მეღვინეობის სფეროში, ხოლო SOMM-ის ბოლო ფილმი დაფუძნებულია სომხეთში ღვინის წარმოებაზე.

ეს იყო განსაკუთრებით საინტერესო მოგზაურობა (რაც ყოველთვის არ ხდება ღვინის მწარმოებელ ქვეყნებში) ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით. სომხეთს უკვე დიდი ხანია დაძაბული ურთიერთობა აქვს მეზობელ აზერბაიჯანთან და დარეგულირებას ბოლო არ უჩანს. ამგვარად, ვიგრძენი, რომ ღვინის მწარმოებლებმა  ნამდვილად მთელი გული და სული ჩადეს  ჩვენს მიღებაში.

ვისაც უნდა გაიგოს სომხეთის, ღრმად უნდა ჩაიხედოს ქვეყნის მეღვინეობის ისტორიაში. „არენი -1“  ეს არის მღვიმე, სადაც აღმოჩენილი იქნა 6000  წლის წინადელი ღვინის საწარმო მოწმობს იმაზე, რომ  ღვინის გამოყენება სომხეთის ტერიტორიაზე ხდებოდა ჯერ კიდევ  ძვ.წ. 6000 წელს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, ოჯახური მეღვინეობა  ღრმად ფესვგადგმული ტრადიციაა, ისე როგორც როგორც იტალიაში, ან სამხრეთ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, რაც მოწმობს იმაზე, თუ რამდენად უყვართ სოფლის მცხოვრებლებს თავიანთი ეზოში მოყვანილი ყურძნისაგან მიიღონ ღვინო.

ღვინის ინდუსტრიას აქ უამრავი მიმდევარი ჰყავს. ვაჰე ქეუშგერიანი, SOMM4-ის მშვენიერი გმირი ყვება, თუ რატომ დაბრუნდა სამშობლოში მრავალი წლის განმავლობაში იტალიასა და აშშ-ში ცხოვრების შემდეგ.

პოლ ჰობსი არის ცნობილი კალიფორნიელი მეღვინე, რომელიც მუშაობდა მწარმოებლებთან მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის არგენტინაში,  სამხრეთ საფრანგეთში, კერძოდ კოარში, ხოლო სომხეთში მან დაარსა მისი ბოლო  საწარმო  Yacoubian-Hobs.  

„არენი“ ქვეყნის წამყვანი წითელი ღვინოა. გარდა ამისა, აქაური ვენახებიდან ბევრი თავისუფალია ყურძნის ჭიებისგან, რაც იშვიათია ევროპაში, გარდა მცირე რეგიონებისა, როგორიცაა კოლარესი პორტუგალიაში.

ამ მოგზაურობის დროს ჩემს საყვარელ ღვინოებს შორის იყო Noa Arkuri Noah Of Areni 2022, ხილისა და ყვავილების შესანიშნავი არომატით. Keush-ი  ვარდისფერი ბენგალის ცეცხლი, მშვენიერია, კენკრის არომატით. ვან არდი კიდევ ერთი ცნობილიმწარმოებელია,  რომელსაც დიდი მამულები აქვს. (ადგილობრივი თეთრი ყურძნიდან 2022 წელს დამზადებულ  „კანგუნს“  აქვს მუსკატის მდიდარი არომატი, კარგი მჟავიანობა, ციტრუსის და გარგარის ქერქის არომატი, რომელიც გასინჯვის შემდეგ რჩება პირში.

ზოგიერთი უნიკალური ღვინო უკვე პოპულარული ხდება აშშ-ს რესტორნებში, განსაკუთრებით იქ, სადაც დიდი სომხური საზოგადოება ცხოვრობს, მაგალითად, გლენდეილში (ლოს-ანჯელესი). ორი დაწესებულების მქონე რესტორან „კარუსელის“  მფლობელი როზალი ჩოლაქიანი ამბობს, რომ სომხური ღვინოებისადმი ინტერესი სადილების დროს იზრდება. ის დასძენს, რომ მას ბევრი მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც არ არიან სომხეთის მოქალაქეები, ამიტომ „ღვინის რუკაზე სომხეთი ნამდვილად მნიშვნელოვან ადგილს იჭერს“. წყარო: style.news.am

ნახეთ მეტი
Back to top button