მთავარიპოლიტიკა

რომელ ქვეყნებშია მოსალოდნელი საპრეზიდენტო არჩევნები?

2024 წელი “მდიდარი” იქნება საპრეზიდენტო არჩევნების თვალსაზრისით. ამის შესახებ წერს RADAR.AM-ი.

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები რიგგარეშე იქნება. ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის  7 თებერვალს გაიმართება.

საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთშიც არის მოსალოდნელი, მაგრამ მორიგი. არჩევნები 2024 წლის  15-17 მარტს ჩატარდება.  რუსეთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო კანდიდატად უკვე ოფიციალურად დასახელდა.

2024 წლის  6-9 ივნისს ასევე გაიმართება ევროპარლამენტის არჩევნები. ეს არჩევნები 1978 წლიდან ტარდება და წელს იქნება რიგით მე-10 , პირველი Brexit-ის შემდეგ.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები წლის ბოლოს, 2024 წლის  5 ნოემბერს ჩატარდება.  აშშ მე-60 პრეზიდენტს აირჩევს.

ნახეთ მეტი
Back to top button