საზოგადოება

შვიდი პროგნოზი 2024 წლისთვის, რომლებიც გაკეთდა 100 წლის წინ

გერმანულმა ჟურნალმა Bild-მა შეაგროვა მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიდგენდნენ 1924 წელს ადამიანები სამყაროს 100 წლის შემდეგ. აქ არის შვიდი პროგნოზი და ზოგიერთი მათგანი საოცრად ახდა.

კალიფორნიის უნივერსიტეტის პალეონტოლოგმა ედვარდ ფერლონგმა ყველა შოკში ჩააგდო თავისი იდეით, რომ 2024 წლამდე ცხენები ბიზნესიდან გამოვა. Kansas City Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მან თქვა, რომ ტრაქტორებმა და მანქანებმა შესაძლებელია მთლიანად შეცვალონ ისინი სოფლის მეურნეობაში და ცხენების ნახვა  ძირითადად ზოოპარკებში იქნება შესაძლებელი.

ბრიტანელმა პოლიტიკოსმა კინგსლი ვუდმა 1924 წელს სადილზე გამოაცხადა, რომ 2024 წლისათვის  ადამიანები საშუალოდ მინიმუმ 100 წელი იცოცხლებდნენ, ხოლო 75 წლის ასაკში ისინი შედარებით ახალგაზრდებად ჩაითვლებიან.

ინჟინერმა არჩიბალდ ლოუმ 100 წლის წინ თავის წიგნში  იწინასწარმეტყველა ონლაინ შესაძლებლობები, რომ 2024 წლისთვის ადამიანების უმეტესობა სახლიდან იმუშავებს. ”ჩვენ შევძლებთ დისტანციურად ბევრი სხვადასხვა ტიპის ბიზნესის გაკეთებას, რომელიც ადრე მოითხოვდა ფიზიკურ ყოფნას”, – წერდა ის.

შვედმა არქიტექტორმა ბენ ბიორკსონმა იწინასწარმეტყველა საავტომობილო ინდუსტრიის განვითარება და სამზოლიანი გზატკეცილების და კონვეიერული ზოლების გამოჩენა დიდ ქალაქებში, რომლებმაც  უნდა შეცვალონ ტროტუარები.

ასი წლის წინ, გაზეთ Olderman Newton-ის რეპორტიორი ოცნებობდა, რომ 2024 წელს ბავშვებს ეცმევათ აზბესტის კოსტიუმები, რომლებიც არ უნდა გაირეცხოს, ხოლო ინგლისურის გაკვეთილებზე ისინი მოუსმენენ  შექსპირის პიესებს ჩაწერილს გრამაფონზე.

ნიუ-იორკელი მაგნატ ჯოზეფ დეის ასი წლის წინ სჯეროდა, რომ 2024 წელს ადამიანები სამსახურში წავიდოდნენ თვითმფრინავებით.

ჰოლივუდის რეჟისორმა დევიდ გრიფიტმა 1924 წელს თქვა, რომ ფილმების წყალობით ადამიანები ბევრს გაიგებდნენ სხვა კულტურების შესახებ და აღარ უნდა ეშინოდეთ უცხო ადამიანების, ამიტომ მისი აზრით ფილმებია ის საშუალება, რომელიც დაასრულებს ომს.

ნახეთ მეტი
Back to top button