ეკონომიკამთავარი

აშშ სომხეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სიაში პირველად გამოჩნდა. ქერობიანი

აშშ სომხეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სიაში პირველად გამოჩნდა. ამის შესახებ 8 იანვარს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ რჩება სომხეთის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად, თუმცა მისი წილი მთლიან ინდექსში ოდნავ შემცირდა. მინისტრმა დასძინა, რომ მეორე ადგილზე არაბეთის გაერთიანებული საემიროებია, შემდეგ მოდის ჩინეთი, საქართველო და აშშ. ამასთან, ქერობიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი აგრძელებს მუშაობას ეკონომიკის დივერსიფიკაციის მიმართულებით. „გარე სავაჭრო ბრუნვამ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 2023 წლის მონაცემებით დაახლოებით 110% შეადგინა. ეს რეკორდია სომხეთისთვის. ექსპორტის თანაფარდობა მშპ-სთან იქნება 54,5%, ხოლო მთავრობის მიზანი 2026 წლისთვის 60%-ია“, – განაცხადა ვაჰან ქერობიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button